,,ამგვარი საყელურებით 80% დაუბრუნდება ოჯახს" - თამარ ივერი

ცნობილი ქართველო სოპრანო თამარ ივერი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელშიც ოთხფეხა მეგობრების დაკარგვის თავიდან აცილების გზებზე საუბრობს.

,,დროა, ჩიპს თუ არ და ვერ უკეთებთ თქვენს ოთხფეხა მეგობრებს, პერსონალიზირებული საყელურები საკონტაქტო ტელეფონის ნომრებით მაინც შეუძინოთ. 

აივსო ქალაქი დაკარგული ცხოველებით. ამგვარი საყელურებით 80% ხომ დაუბრუნდება კვლავ მათ ოჯახს და აღარ იქნება ეს "ვისია" და "ვეძებთ" ტიპია განცხადებები.

ნუ...ისიც ცალსახაა, რომ თუ ვინმე ბაცაცას არ სურს ნაპოვნი ცხოველის დაბრუნება...მას არც ჩიპი უშველის და არც საყელური", - წერს თამარ ივერი სოციალურ ქსელში.