ბაგრატის ტაძრის გალავნიდან ტურისტი გადავარდა

ბაგრატის ტაძრის გალავნიდან ტურისტი გადავარდა. თვითმხილველების თქმით, 13 წლამდე ბიჭი, მოაჯირზე ფოტოების გადასაღებად ავიდა, რა დროსაც ფეხი დაუცურდა და გადავარდა.

დაშავებული არასრულწლოვანი რუსეთის მოქალაქეა. ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.