ანაკლიის საკარანტინე სივრცეში აფხაზეთიდან გადმოსული ექთანი გარდაიცვალა

ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსული ექთანი, რომელსაც გულის უკმარისობა აწუხებდა, ანაკლიის საკარანტინე სივრცეში გარდაიცვალა. ინფორმაცია Report.ge-ს ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში დაუდასტურეს.

ადგილობრივების ინფორმაციით, ქალი ოკუპირებული გალიდან, სამედიცინო კონსულტაციისთვის იყო გადმოსული. 

ამ დროისათვის ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.