მცხეთაში აქციაზე ერთი პირი დააკავეს, 2 კი განარიდეს

მცხეთაში მიმდინარე აქციაზე სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს, ორი განარიდეს. ამის შესახებ report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

უწყების ცნობით, დაკავებულის მიმართ საქმე აადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 273-ე მუხლებით მიმდინარეობს. 

სამივე მათგანი ,,ქართული ოცნების" მხარდამჭერია. 

შეგახსენებთ, რომ მცხეთის მერიასთან, სადაც „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ ორგანიზებით საპროტესტო აქცია-მსვლელობა გაიმართა, ზაალ უდუმაშვილს კონტრაქციის მონაწილემ კოკა-კოლით სავსე ბოთლი ესროლა. გიგა ბოკერიას კი წყალი შეასხეს. 

ოპოზიციის წარმომადგენლებმა მსვლელობა სვეტიცხოვლიდან დაიწყეს და მცხეთის მერიასთან მივიდნენ, სადაც "ქართული ოცნების" მხარდამჭერების კონტრაქცია დახვდათ.

მცხეთის მერიასთან ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა.