ანატოლი ბიბილოვი კორონავირუსითაა ინფიცირებული

ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი კორონავირუსითაა ინფიცირებული. ინფორმაციას ადასტურებს მისი პრეს-სამსახურის წარმომადგენელი დინა გასიევა. 

მისი თქმით, ბიბილოვს კორონავირუსის მსუბუქი სიმპტომები აქვს და მუშაობას დისტანციურად გააგრძელებს.

გამოცემა რეს იტყობინება, რომ კორონავირუსი აქამდე დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებსა და პრესმდივანს დაუდასტურდა. ამასთან, კორონავირუსი აქვს დე ფაქტო მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს, გენადი ბეკოევს.