თბილისში, შარტავას ქუჩაზე ხანძარი გაჩნდა

თბილისში, შარტავას ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია. ცეცხლი მშენებარე კორპუსში გაჩნდა. ცეცხლი პლასტმასის მილებს ეკიდა.

როგორც report.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. 

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. გამომწვევი მიზეზები ამ დროისთვის უცნობია.