ავარია გორში - პოლიციის პიკაპს მსუბუქი მანქანა დაეჯახა

გორში მსუბუქი ავტომანქანა პოლიციის კუთვნილ პიკაპს დაეჯახა. ინფორმაციას შსს ადასტურებს. ავარიას მსხვერპლი არ მოჰყოლია. დაშავებული არავინ არის.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული მუხლების თანახმად, mercedes-ის მძღოლი დაჯარიმდა.

ოქმის შედგენისას პატრულმა 125-ე მუხლის მეათე ნაწილი გამოიყენა. მოქალაქეს 200 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.