ავტობანზე მანქანა დაიწვა

გორში, ავტობანზე მანქანა დაიწვა. მსუბუქ ავტომობილს ცეცხლი მაშინ გაუჩნდა, როდესაც ის ევაკუატორს გადაჰყავდა.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში report.ge-ს განუცხადეს, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.