ანაკლიიდან ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში მამაკაცი გადაიყვანეს

ანაკლიის საკარანტინო სივრციდან ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ვირუსის სიმპტომებით წუხელ მამაკაცი გადაიყვანეს. 

როგორც ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში აცხადებენ, პაციენტს მაღალი ტემპერატურა და ხველება აღენიშნება.

მათივე ინფორმაციით, დღეს გახდება ცნობილი პაციენტის საერთო მდგომარეობის შესახებ და საჭიროების შემთხვევაში პაციენტის ანალიზები  ლუგარის ლაბორატორიაში გადაიგზავნება. 

არსებული ინფორმაციით, კაცს იტალიაში მოგზაურობის ისტორია აქვს.