ანტიოპოზიციურ პლაკატებს თბილისის მერია ჩამოხსნის

დედაქალაქში გაკრულ ანტიოპოზიციურ პლაკატებს "თბილსერვის ჯგუფი" ჩამოხსნის. თბილისის მერიამ ამის შესახებ განცხადება გამოაქვეყნა. 

მერიის პოზიციით, პლაკატების თვითნებურად გაკვრა ქალაქის იერსახის დამახინჯებას ნიშნავს, რაც უკანონო ქმედებაა. დააჯარიმებენ თუ არა კანონდამრღვევებს, მუნიციპალური ინსპექცია გადაწყვეტს.