"სინოვაკით" გამომუშავებული ანტისხეულები ყოველ 40 დღეში ნახევრდება - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე წერს.
მისი თქმით, "სინოვაკმა" ზაფხულის სეზონზე თავისი ფუნქცია შეასრულა, თუმცა შემოდგომაზე აუცილებელია მესამე, ანუ ე.წ ბუსტერული დოზა "ფაიზერით".
"სინოვაკით სრულად აცრილი ადამიანი ანტისხეულებსა და დაცვას 50%-ით კარგავს ყოველ 40 დღეში
ორიგინალი შტამის მიმართ ეფექტურობა 60%-70% შეადგენს, მაგრამ ალფა და დელტა ვარიანტებზე პასუხი არ არის
კვლევამ ასევე აჩვენა, რომ დაცვის დონე 40 წლის ზემოთ ძალიან დაბალი იყო და სინოვაკი შედარებით ეფექტურია 40 წლის ქვემოთ. ასაკოვან ადამიანებში ის ნაკლებად ეფექტურია.