"ანტივაქსერებს რომ ჰგონიათ კოვიდი ვერაფერს დააკლებს, გარდაიცვალა ახალგაზრდა, უჯანმრთელესი ადამიანი" - ხათუნა ბაქრაძე

მედიისა და რეკლამის მონიტორინგის დირექტორი ხათუნა ბაქრაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.

როგორც მისი პოსტიდან ირკვევა, კორონავირუსს კიდევ ერთი ახალგაზრდა ემსხვერპლა, რომელიც აცრილი არ იყო.

"ანტივაქსერებს რომ ჰგონიათ ჯანმრთელები არიან და კოვიდი ვერაფერს დააკლებს, დღეს გარდაიცვალა ახალგაზრდა უჯანმრთელესი ადამიანი, (არ იყო აცრილი) რომელიც იკვებებოდა ჯანსაღად, არ მოიხმარდა თამბაქოს, არ სვამდა სასმელს, იყო დაკავებული იოგით და სხვადასხვა სპორტული აქტივობით და საერთოდ არ გეგმავდა სიკვდილს. კოვიდმა შეიწირა მისი დედაც და ძმა რეანიმაციაში ჰყავს!

აიცერით ეს დედააფეთქებული რა და დაიცავით ელემენტარული რეგულაციები, გამოიჩინეთ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა!", - წერს ხათუნა ბაქრაძე სოციალურ ქსელში.