"ანტივაქსერულ მოძრაობაში მონაწილეობა არ მიმაჩნია გამართლებულად" - მეუფე ნიკოლოზი

ვაქცინაცია არ არის რელიგიური შინაარსის თემა. ერთადერთი რელიგიური შინაარსის ისაა რომ, არ შეიძლება ადამიანისთვის დაძალება არც აცრის და არც აუცრელობის, ამის შესახებ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც მიტროლიტმა აღნიშნა, ვაქცინაციის დემონიზაცია გაუმართლებელია. 

"ჩვენი ძალა და იარაღი არის სიტყვა. სხვა შიდა რეგულაცია არ გაგვაჩნია, პოლიციური სისტემა, რომ ფიზიკურად ვაიძულოთ ვინმე. მხოლოდ შეფასებებს ვაკეთებთ. ყოველგვარი კამპანიური ხასიათის დემონიზაცია, კამპანია, რომ ვიღაცას მოუწოდო, გაუმართლებელია. არამარტო მოძღვრები და მორწმუნე ადამიანები, ეს ანტივაქსერული მოძრაობა ძალიან ფართომასშტაბიანია მთელ მსოფლიოში, თუ ამაში ჩვენი სასულიერო პირები მონაწილეობენ, მე ეს გამართლებულად არ მიმაჩნია", - აღნიშნავს მეუფე ნიკოლოზი.