საპატრიარქო ეკლესიებში სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებას ითხოვს

ეკლესიებში, შესაძლოა,სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, საპატრიარქომ დაავადებათა კონტროლის ცენტრს თხოვნით მიმართა. ამის შესახებ ინფორმაცია report.ge-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრში დაუდასტურეს. 

თავის მხრივ, ცენტრი ეკლესიებში სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებაში დახმარებას სხვადასხვა კომპანიებს სთხოვს.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის 15 შემთხვევაა დადასტურდა.

ამ დროისთვის, კარანტინის რეჟიმში 178 ადამიანია, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 56 ადამიანი გადის.