"არ აღმოჩნდა ისეთი ძლიერი" - რას წერს გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში კორონავირუსის სამკურნალო აბების შესახებ წერს:

"ფაიზერის ახალი კოვიდ აბი საინტერესოა, მაგრამ არ აღმოჩნდა ისეთი ძლიერი, როგორც ყველა ელოდებოდა. მოლოდინი იყო 90% ეფექტური დაცვა პაციენტების….

თავად "ფაიზერის" მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მისი აბი მხოლოდ ამცირებს ჰოსპიტალიზაციას (საავადმყოფოში დაწოლას მძიმე სიმპტომებით) დაახლოებით 70% (კვლევა ომიკრონამდე იყო ჩატარებული).

ნუ ელოდებით "მაგიურ" წამალს ან "უკვდავების ელექსირს", გამოიყენეთ სამედიცინო პირბადე!

ჯანმრთელობას გისურვებთ", - წერს გიორგი ფხაკაძე.