არ გამოიყენოთ საზიარო ჭურჭელი - NCDC მოსახლეობას მიმართავს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი სადღესასწაულო  შეკრების უსაფრთხოდ გასატარებლად მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს.

,,რჩევები სადღესასწაულო შეკრების უსაფრთხოდ გასატარებლად:

COVID-19-ის გავრცელებასთან დაკავშირებით, სადღესასწაულო შეკრებები მიზანშეწონილი არ არის. თუმცა, თუ სტუმრად წასვლას გეგმავთ, ან სტუმრები გეწვიათ, დაიცავით უსაფრთხოების წესები:

ვახშმობისას არ გამოიყენოთ საერთო/საზიარო ჭურჭელი;

სადღესასწაულო შეკრებაზე, თუ თქვენი ოჯახის წევრების გარდა სხვა ადამიანებიც იმყოფებიან, აუცილებლად გამოიყენეთ პირბადე;

პირბადე მოიხსენით მხოლოდ სადილობის დროს; 

სადილობისას აუცილებელია დაიცვათ სულ მცირე 1 მეტრი დისტანცია გარშემომყოფებისგან;

დაიბანეთ ხელები საკვების მიღებამდე და შემდეგ;

დაიცავით რესპირაციული ეტიკეტი", - აღნიშნულია NCDC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.