"არ მიიღოთ ექიმის დანიშნულების გარეშე!" - გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომლითაც კოვიდინფიცირებულებს მიმართავს:

"არასწორი მკურნალობა კლავს!

კოვიდის არასწორი მართვა/მკურნალობა ან კლავს ან აინვალიდებს!

დღესაც გრძელდება ბინაზე არასწორი თვითნებითი მკურნლობა ანტიბიოტიკებით და აცრილ დაბუსტერებულ პაციენტებში კოვიდის დადასტურების დღიდან გადასხმები "დექსამეტაზონებით", ეს არ შეიძლება!

არ მიიღოთ ანტიბიოტიკები ექიმის დანიშნულების გარეშე!

ანტიბიოტიკები არ უნდა იყიდებოდეს ექიმის დანიშნულების გარეშე!

კოვიდ ინფიცირებულებო თავს გაუფრთხილდით… არ დაგავიწყდეთ, გამოიყენოთ სამედიცინო პირბადე თუ გადიხართ თქვენი ოთახიდან!", - წერს გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში.