არ მჯერა, რომ ამ სიტყვებს ვწერ... არ გემშვიდობები, რადგან შენთან გამომშვიდობება შეუძლებელია - ეკა კვესიტაძე

ჟურნალისტი, ტელეკომპანია "მთავარის" წამყვანი ეკა კვესიტაძე სოციალური ქსელის პირად გვერდზე მეგობრის გარდაცვალების შესახებ წერსს. 

"უძვირფასესი მეგობარი დავკარგე დღეს - ალიკა დარჩიაშვილი. წარმოუდგენელი თვისებების კაცი, უერთგულესი და გამორჩეულად საინტერესო. შეუძლებელია ერთხელ მაინც გენახა ალიკა და არ მოეჯადოებინე, რადგან დიდი ადამიანი იყო, ყველასაგან გამორჩეული. არ მჯერა, რომ ამ სიტყვებს ვწერ. იმედი მაქვს იცოდი, როგორ განსაკუთრებულად მიყვარდი და როგორი აღფრთოვანებული ვიყავი ყოველთვის შენით. არ გემშვიდობები, რადგან შენთან გამომშვიდობება შეუძლებელია" - წერს კვესტიაძე.