არაფხიზელ მდგომარეობაში მანქანის მართვა პატიმრობით დაისჯება

ალკოჰოლური თრობის ქვეშ მანქანის მართვა ადმინისტრაციული პატიმრობით დაისჯება. თუ მძღოლი სიმთვრალის გამო ერთი წლის განმავლობაში ორჯერ დაჯარიმდება, მის მიმართ გამკაცრებული სანქციები ამოქმედდება და მართვის მოწმობის ჩამორთმევასთან ერთად, 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობით დაისჯება. შინაგან საქმეთა სამინისტროს უკვე მზად აქვს საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც სანქციების გამკაცრებასთან ერთად, სიმთვრალეზე ჯარიმების დიფერენცირებასაც ითვალისწინებს.

დიფერენცირებული ჯარიმები ორ ეტაპიანია - რაც უფრო ნაკლები იქნება სისხლში ალკოჰოლის შემცველობა, ჯარიმაც ნაკლები იქნება.

საერთო ჯამში კი შსს გეგმავს, რომ ალკოჰოლური თრობის ქვეშ ავტომანქანის მართვაზე სანქციები გაამკაცროს, მათ შორის გამკაცრდება აღნიშნული სამართალდარღვევის გამო მართვის მოწმობის ჩამორთმევის ნაწილიც.