არასამთავრობო ორგანიზაციების მსოფლიო დღე აღინიშნება

მსოფლიო არასამთავრობო ორგანიზაციების დღეს აღნიშნავს. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ავრცელებს. 

"საქართველოში დაახლოებით 10 000 არასამთავრობო ორგანიზაციაა რეგისტრირებული. ისინი ხელს უწყობენ პოზიტიურ, შედეგზე ორიენტირებულ ცვლილებებს ქვეყანაში და მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ადამიანის უფლებების დაცვის, პრევენციის, ცალკეული სფეროების განვითარების მხარდაჭერისა და რეფორმირების მიმართულებით", - ნათქვამია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.