"არავითარი მორიდება" - გოგა ჩანადირი კოვიდპაციენტებს დახმარებას სთავაზობს

გოგა ჩანადირი კოვიდ პაციენტებს დახმარებას სთავაზობს. ამის შესახებ ფოტოხელოვანი სოციალურ ქსელში წერს:

"არავითარი მორიდება და უხერხულობა - კოვიდპაციენტებო, თუ ჩემი დახმარება რამეში დაგჭირდებათ, თქვენ გვერდით მიგულეთ.

შემიძლია, გაგეგგზავნოთ წამლებზე, საკვებზე, სხვა საჭირო ნივთებზე.

მართლა, გულწრფელად გეუბნებით.

მხნედ და მშვიდად იყავით, მალე გამოჯანმრთელდით.

არაფერზე იღელვოთ. მარტო არ ხართ.

5 თვის შემდეგ გორიალა გავაკეთე ზეგ-ში და ისიც თქვენს სამსახურშია.

ძალა ერთობაშია, ძალა თანადგომაშია", - წერს გოგა ჩანადირი.