"არავინ გამოჩნდა, ვინც "ფირფიტის ნემსს" ამ გაფუჭებული ადგილიდან წინ გადაწევს!" - თამარ ივერი

"როდემდე შეიძლება თვეების განმავლობაში ქვეყანაში ყველა ტვ არხიდან, ყველა გადაცემაში, ინფორმაციებში, თოქ შოუებში ა.შ , მხოლოდ კორონავირუსის, ნიკა მელიას და პარლამენტში შესვლა-არ შესვლის თემა ისმოდეს? - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საოპერო მომღერალი, სოპრანო თამარ ივერი წერს.

"მოკლედ, კარგა ხანია გაფუჭებული ფირფიტასავით ვხტუნაობთ ერთ ადგილზე და არ გამოჩნდა არავინ, ვინც ამ "ფირფიტის ნემსს" ამ გაფუჭებული ადგილიდან წინ გადაწევს! უკვე ძალიან შავ-თეთრი გახდა ჯეო-ცხოვრება.

ცოტა რაიმე სხვა თემებიც და პროექტებიც მოიფიქრეთ თქვე დალოცვილებო. ადამიანების ისედაც ამ პანდემიური ცხოვრების გასაფერადებლად.

მგონი, ისევ ჯობია "ანიმალ პლანეტს" და საბავშვო არხებს ვუყუროთ +18 ასაკის ხალხმა, რომ ფსიქიკა გადავირჩინოთ ამ საგიჟეთში!", - წერს თამარ ივერი სოციალურ ქსელში.