არჩევანი რთულია! - ბიძინა კულუმბეგოვი

უნდა მოიხსნას თუ არა საქართველოში, კოვიდპანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები და რა შედეგს მოიტანს რეგულაციების შემსუბუქება. 

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი, სოციალურ ქსელში წერს, რომ ქვეყანა რთული არჩევანის წინაშე დგას. 

,,შევინარჩუნებთ აღნიშნულ შეზღუდვებს და ნიღბის ტარებას ავიყვანთ კიდევ უფრო მაღალ ნიშნულზე (სამიზნეა 95%) 1 იანვარს დაახლოებით დღეში გვექნება 2600 შემთხვევა!

გავამარტივებთ შეზღუდვებს დიდი შანსია დაავადებულთა რაოდენობა 1 იანვრამდე გაიზარდოს 5900 მდე დღეში!!! არჩევანი რთულია! ყველას უნდა წინასაახალწლო შოპინგი და ბიზნესს ამოსუნთქვა, მაგრამ ადამიანებს ყველაზე მეტად უნდათ მათი ახლობლები ჰყავდეთ ცოცხალი და ჯანმრთელი!", - წერს კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, საქართველოში 2-თვიანი "ლოკდაუნი" 28 ნოემბრიდან ამოქმედდა.