არჩევნების შედეგების შეჯამების პროცესს ინტერნეტ ტრანსლირების საშუალებით გადასცემენ - ცესკო

2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებზე, ნებისმიერ მსურველს საშუალება ექნება დააკვირდეს არჩევნების შედეგების შეჯანმების პროცესს. ამის შესახებ ცესკო-ში განაცხადეს. მსურველებს პროცესზე დაკვირვება ინტერნეტ ტრანსლირების საშუალებით ექნებათ. 

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შემაჯამებელი ოქმები 3700-ზე მეტი საარჩევნო უბნიდან შემოვა.

შემაჯამებელი ოქმი საჯაროდ ხელმისაწვდომია ნებისმიერი მსურველისთვის.