არჩილ თალაკვაძემ აშშ-ში დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძარი მოინახულა

აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის ქართული ტაძარი მოინახულა.

არჩილ თალაკვაძე წირვას დელეგაციის წევრებთან და ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. მან ტაძრის მრევლს სიტყვით მიმართა და დავითობის დღესასაწაული მიულოცა.

პრეს-სამსახურის ცნობით, ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში პარლამენტის თავმჯდომარეს მაღალი დონის შეხვედრები ჰქონდა სენატისა და კონგრესის წევრებთან. შეხვედრები გაიმართა ასევე სახელმწიფო დეპარტამენტში.