არჩილ თალაკვაძემ პატრიარქის აღსაყდრებიდან 44 წლისთავისადმი მილოცვა გამოაქვეყნა

საქართველოს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ კათალიკოს-პატრიარქ ილია მეორეს აღსაყდრებიან 44 წლისთავი მიულოცა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. 

"ერის წინაშე მისი დამსახურება უდიდესია. ათწლეულების განმავლობაში, პატრიარქი დაუღალავად ემსახურებოდა და ემსახურება ეკლესია-მონასტრების აღდგენის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, ომის დროს, რთული ჰუმანიტარული საკითხების გადაწყვეტის, საზოგადოების გაერთიანების და საქართველოს აღორძინების საქმეს. ის ყოველთვის იყო სამშობლოსა თუ საზღვარგარეთ, განსაცდელში მყოფი ადამიანების იმედი და ნუგეშისმცემელი

მხნეობას და ჯანმრთელობას ვუსურვებ ჩვენი ხალხისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ", - ნათქვამია არჩილ თალაკვაძის მილოცვაში.