ავარიას ქობულეთში 15 წლის გოგო ემსხვერპლა-მამა და 2 წლის და კლინიკაში არიან გადაყვანილი

ქობულეთში, ავტოსაზგაო შემთხვევას 15 წლის გოგოს სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით ერთმანეთს საპირისპიროდ მოძრავი ორი მანქანა შეეჯახა. ინციდენტის დროს მანქანაში გარდაცვლილი გოგონას, 2 წლის და და მამა ისხდნენ. ისინი კლინიკაში არიან გადაყვანილი. ექიმების ინფორმაციით მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მომხდარზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით გულისხმობს.