არის თუ არა თავისუფალი საწოლები კლინიკებში - თამარ გაბუნიას განმარტება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ამ დროისთვის, კოვიდკლინიკებში 2 333 საწოლია თავისუფალი.

გაბუნიამ კლინიკებს მოუწოდა, გააგრძელონ ფუნქციონირება კოვიდის მართვის რეჟიმში.

„ეს მიმდინარე პროცესია და იმისდა მიხედვით, რა საჭიროება იქნება, არსებობს კლინიკებში საწოლების დამატების შესაძლებლობა, რადგან ამ კლინიკების ნაწილი ფუნქციონირებს ე.წ. ჰიბრიდულ რეჟიმში, ანუ მათ შეუძლიათ, მალევე დაუბრუნდნენ საწყის მდგომაროებას კოვიდის მართვასთან მიმართებით. ჩვენ დადგეგმილი გვქონდა გარკვეული დემობილიზაცია 21 აპრილიდან, თუმცა ეს პროცესი შეჩერდა და კლინიკებს ვთხოვეთ, გააგრძელონ ფუნქციონირება კოვიდის მართვის რეჟიმში“, – აღნიშნა გაბუნიამ.