არც უწმინდესი გვყვავს და არც მაღალყოვლადუსამღვდელოესნი - დეკანოზი ილია

დეკანოზი ილია ჭიღლაძე, რომელსაც მღვდელმოქმედება აუკრძალეს სოციალურ ქსელში საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება:

“ვერ წარმოიდგენთ როგორი სიმსუბუქე და სინდისის წუხილისაგან გათავისუფლებაა, როდესაც წმინდა მღვდელმოქმედებაზე უწმინდურ იერარქთა კანონიკური მოხსენიების ვალდებულებისაგან თავისუფლდები და აღარ გიწევს საღმრთოს მსახურების შებილწვა უწმინდურთა პატივისცემითი და განმადიდებელი მოხსენიებით. ჩვენ დღეს არც უწმინდესი გვყვავს და არც მაღალყოვლადუსამღვდელოესნი, გვყავს ბინძური მსახიობები რომელნიც სამსახიობო როლს არც თუ ცუდად ასრულებენ" , - წერს ჭიღლაძე Facebook-ზე.