"ასეთი კარგი გოგო წაგვართვა კოვიდმა" - კორონავირუსს ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა

რუ­ხის კლინიკაში კო­რო­ნა­ვირუ­სით 33 წლის ქალი გარ­და­იც­ვა­ლა.

პაციენტი კლინიკაში ფილტვის დაზიანებით შეიყვანეს, ექიმის თქმით, მას თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდა.

ნონა სოფრომაძე რამდენიმე დღის განმავლობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

აღნიშნულს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ანა­ლი­ტი­კო­სი არ­ჩილ გამ­ზარ­დია ეხმაურება.

"ასე­თი კარ­გი გოგო, ჩემი სტუ­დენ­ტის მე­უღ­ლე წაგ­ვარ­თვა კო­ვიდ­მა. დი­ე­გო სა­მუ­შია, გა­მაგრდი ჩემო ძმაო", – წერს გამ­ზარ­დია.