ასეთი რამე სადმე მომხდარა? სრული სიგიჟეა - ვახო სანაია

ჟურნალისტი ვახო სანაია სოციალურ ქსელში ზუგდიდის სპეცოპერაციას ეხმაურება და პოსტს აქვეყნებს:

“ეგეთი რამე სადმე მომხდარა, არკვევდნენ, მძევლებიდან, რომელია დემოკრატი და რომელი რესპუბლიკელი ? ან კონსერვატორი და ლეიბორისტი ? სრული სიგიჟე”, – წერს სანაია.

ზუგდიდში, „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებული პირი შეიჭრა და მძევლები აიყვანა. შეიარაღებულ პირს ამჟამად 19 მძევალი ჰყავს აყვანილი. გამტაცებელი ნახევარ მილიონ დოლარსა და ვერტმნფრენს ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში მძევლების დახოცვით იმუქრება.