აშშ ბათუმში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება

აშშ-ის საელჩო ბათუმში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მათ დაზარალებულებს თანაგრძნობა გამოუცხადეს და განაცხადეს, რომ საელჩოს და საზოგადოებას მუდამ ემახსოვრება დაღუპულები.

"ამერიკის შეერთებული შტატები გულწრფელ თანაგრძნობას უცხადებს ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაზარალებულებს. ჩვენი საელჩოს საზოგადოებას მუდამ ემახსოვრება დაშავებულები, დაკარგულები და დაღუპულები. მივესალმებით მაშველებს, რომლებიც სიცოცხლის გადასარჩენად და მეტი ადამიანის დასახმარებლად დაუღალავად მუშაობენ", - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.