აშშ-ის ელჩი ბაჩალიაშვილების ოჯახს სამძიმარს უცხადებს

აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახს და მეგობრებს სამძიმარს უცხადებს.

„ეს არის მიმდინარე გამოძიება. ჩემი მხრიდან არასწორი იქნება, კომენტარი გავაკეთო მიმდინარე გამოძიებაზე. მინდა, მივუსამძიმრო თამარის ოჯახსა და მეგობრებს. არაფერია შვილის დაკარგვაზე ტრაგიკული“, – განაცხადა კელი დეგნანმა.