აშშ-ის საელჩო დღეს მთაწმინდის პარკიდან ფეიერვერკს მოაწყობს

ამერიკის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად შეერთებული შტატების საელჩო დღეს თბილისში, მთაწმინდის პარკიდან ფეიერვერკს მოაწყობს. სანახაობა 21:15 საათზე დაიწყება. ამის შესახებ საელჩომ სოციალური ქსელის საშუალებით განაცხადა. 

"ვიმედოვნებთ, რომ თბილისში მყოფნი ისიამოვნებთ ამ სანახაობით. სრულად ამერიკული განწყობის შესაქმნელად, სიხარულით გიზიარებთ აშშ-ის საჰაერო ძალების ევროპის ბენდის მიერ შესრულებულ ამერიკულ მუსიკას, რომელიც ფეიერვერკების ფონად შეგიძლიათ ჩართოთ", - ნათქვამია განცხადებაში.