აშშ-ის სამხედრო ხომალდი შავ ზღვაში შემოვიდა

აშშ-ის სამხედრო ხომალდი „დონალდ კუკი“ შავ ზღვაში რეგიონული სტაბილურობის მხარდამჭერი რუტინული საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციების ჩასატარებლად შემოვიდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

„შავ ზღვაში ოპერირება რეგიონში ჩვენი პარტნიორებისა და მოკავშირეებისადმი ერთგულების მანიშნებელია. ეს მნიშვნელოვანი დიპლომატიური მისიაა და „დონალდ კუკს" მრავალჯერ გამოუცდია შავი ზღვის ქვეყნების სტუმართმოყვარეობა", - განაცხადა ხომალდის მეთაურმა, კელი ჯოუნსმა.

აშშ-ის საზღვაო ძალები შავ ზღვაში რუტინულ ოპერაციებს NTO-ს მოკავშირე და პარტნიორ ქვეყნებთან ერთად ატარებს. მათ შორისაა: ბულგარეთი, საქართველო, რუმინეთი, თურქეთი და უკრაინა. მსოფლიოს ინტერესებშია, რომ შეინარჩუნოს სტაბილური, წარმატებული შავი ზღვის რეგიონი და შეაკავოს აგრესიული აქტორები, რომლებიც საკუთარი მიზნებისთვის დესტაბილიზაციას ცდილობენ.