ასპინძაში ავარიას ორი ახალგაზრდა ემსხვერპლა

ასპინძაში ავარია მსხვერპლით დასრულდა. გარდაცვლილია ახალგაზრდა ორი მამაკაცი. თვითმხილველების ინფორმაციით მანქანა ხევში გადავარდა. 

როგორც report.ge-ს შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.