"ასტრაზენეკათი" ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია იწყება

"ასტრაზენეკას" ვაქცინით აცრის ასაკობრივმა ჯგუფმა 45 წლის ასაკამდე დაიწია. 45 წელს ზემოთ მოქალაქეებს ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის გავლა დღეს, 20:00 საათიდან შეეძლებათ. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მოქალაქეებს ვაქცინაციაზე რეგისტრაცია ცხელი ხაზის - 15 22-ის მეშვეობითაც შეეძლებათ.

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ცხელი ხაზი - 15 22 ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით, 09:00 საათიდან 23:00 საათამდე მუშაობს. 

უწყების ცნობით, დღეს 20:00 საათიდან, „სინოფარმის“ (Sinopharm) მეორე დოზებზე რეგისტრაციაც გაიხსნება. 

რეგისტრაციის პორტალი