"ასტრაზენეკას" ვაქცინის 43 200 დოზა საქართველოში ჩამოიტანეს

შვედურ-ბრიტანული კომპანიის მიერ წარმოებული, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის „ასტრაზენეკას“ 43 200 დოზა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს დილით ჩამოვიდა.

ის მასობრივ ვაქცინაციაში "სინოფარმისა" და "სინოვაკის" ვაქცინებთან ერთად ჩაერთვება. 

„ასტრაზენეკას“ ვაქცინას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მინიჭებული აქვს გადაუდებელი მოხმარებისთვის ავტორიზაცია .

ამ ვაქცინით ვაქცინაცია შესაძლებელია 45 წლის და ზედა ასაკის პირებისთვის.