ატენის ხეობაში ტყის მასივი იწვის

ატენის ხეობაში, სოფელ ორმოცთან ახლოს ტყის მასივი იწვის. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს რთული რელიეფი აფერხებს. როგორც report.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს, სახანძრო ტექნიკით ადგილზე მისვლა ვერ ხერხდება ხანძარს 20 მეხანძრე-მაშველი აქრობს. პარალელურად მიმდინარეობს დამატებითი ძალების მობილიზება.

გათენებისთანავე, საჭიროების შემთხვევაში, ცეცხლის ქრობის სამუშაოებში ჩაერთვება შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.