ატენის ტყეში ხანძრის ქრობის სამუშაოები განახლდა

გორის მუნიციპალიტეტში, ატენი-ბოშურის მიმდებარედ, მთაში კლდოვან ნაწილზე ხანძრის ქრობის სამუშაოები დილიდანვე განახლდა.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში report.ge-ს განუცხადეს, ადგილზე 30-მდე მეხანძრე- მაშველი სპეციალური აღჭურვილობით მუშაობს. მთის კლდოვან ნაწილზე ცეცხლი ბუჩქნარსა და ბალახს უკიდია. ამ დროისთვის მიმდინარეობს კერების დამუშავება და ცეცხლის სალოკალიზაციო სამუშაოები.

შეგახსენებთ, ატენის მთაში კლდოვან ნაწილზე ხანძარი გუშინ ღამით გაჩნდა.