ათენში 25 წლის ქართველი გოგონა დაიკარგა

ოც დღეზე მეტია, რაც საბერძნეთში, ათენში მცხოვრებ ანა გვარამაძეს ოჯახი და პოლიცია უშედეგოდ ეძებს. როგორც Report.ge-ს Facebook პოსტის ავტორმა კოტე შენგელიამ განუცხადა, 25 წლის ანა გვარამაძე, ათენში, გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარდა და მას პოლიცია დღემდე უშედეგოდ ეძებს.