რუსთავში უსიამოვნო სუნის გამო, სოკოს საწარმოს ამოწმებენ

რუსთავის მიმდებარედ არსებულ სოკოს საწარმოს ამოწმებენ. ამის მიზეზი ბოლო პერიოდში ქალაქში არსებული უსიამოვნო სუნია.

პრობლემის შესახებ ბოლო დღეებში აქტიურად საუბრობენ რუსთაველები. 

მათი თქმით, უსიამოვნო სუნი ქალაქში 5-6 დღეში ერთხელაა. საწარმოში ე.წ. კომპოსტს თავად აწარმოებენ, სუნიც სავარაუდოდ მაშინ არის, როცა კომპოსტი დუღილს იწყებს.

საწარმოსთან იმყოფებიან სურსათის უვნებლობის სააგენტოს თანამშრომლები. ისინი საწარმოში შესვლას და მის შემოწმებას გეგმავენ.