ოზურგეთში ექვსი წლის ბავშვი გარდაცვლილი იპოვეს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთაში ექვსი წლის ბავშვი გარდაცვლილი იპოვეს. 

გაუჩინარებულ მცირეწლოვანს ოჯახი და სამართალდამცველები ეძებდნენ.

6 წლის ბიჭი გარდაცვლილი საცხოვრებელ სახლთან, დაახლოებით ერთ კილომეტრში იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, ბავშვი მდინარეში ჩავარდა და დაიხრჩო.

როგორც report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.