სოფელ ჭალადიდში სატვირთო მანქანა ხეს შეეჯახა და ამოტრიალდა 

ავარია სოფელ ჭალადიდთან- სატვირთო ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ხეს შეეჯახა და ამოტრიალდა. დაშავებულია სატრანსპორტო საშუალების მძღოლი.

საავტომობილო გზაზე ამ დროისთვის მოძრაობა პარალიზებულია.

ადგილზე მობილიზებული არიან სასწრაფო-სამედიცინო დახმარებისა და სამაშველო ჯგუფები, ასევე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.