რუსთავის ისტორიულ ციხეს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

რუსთავის ისტორიული ციხეს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. საპროექტო სამუშაოებზე ტენდერი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ გამოაცხადა, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია "ინჟინერის აზრმა“ კი სამუშაოები უკვე დაასრულა.  რეაბილიტაცია-რესტავრაციის შემსრულებელი კომპანია კი "ტაო ტბელი" იქნება.

საპროექტო სამუშაოებისთვის 21 000 ლარი გამოიყო. პროექტს „ქართუ ფონდი“ აფინანსებს.