აუცილებლად აცნობეთ პოლიციას - გიორგი ღოღობერიძე საზოგადოებას აფრთხილებს

რეზიდენტი გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მის შესახებ ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ.

„არ ვიცი, რამდენჯერ დავწერო, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ:

– მე თანხის შეგროვება არასოდეს მითხოვია, არც ვითხოვ და არც მოვითხოვ

– გთხოვთ, თუ მსგავს პოსტს სადმე ნახავთ, ვინც აცხადებს რომ გიორგი თანხას კრებსო, აუცილებლად გააპროტესტოთ კომენტარებში და აცნობოთ პოლიციას“, – წერს გიორგი ღოღობერიძე.