ავარია თელავში - არიან დაშავებულები

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. 

ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და სატვირთო შეეჯახა, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაშავდა.

დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც report.ge შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხადართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის, 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის დაზიანება გამოიწვია.