ავარია ბათუმში - არიან დაშავებულები

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. 

გორგილაძისა და მელიქიშვილის ქუჩების კვეთაზე სამი მსუბუქი ავტომობილის შეჯახების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.

report.ge დამატებით დეტალებს შსს-ში არკვევს.