ავარია ახალციხეში- მოპედის მძღოლი ტრაილერს შეეჯახა

ახალციხეში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, მოპედის მძღოლი ტრაილერს შეეხაჯა. შედეგად მოპედის მძღოლი დაშავდა. ის ახალციხის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.