ავარია ავტობანზე - არიან დაღუპულები და დაშავებულები

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის იგოეთის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. 

ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. 

ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა.

დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.